მუსტაფა შენთოფის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა. აეროპორტში დახვედრის ცერემონიის შემდეგ, მუსტაფა შენთოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. შემდეგ კი მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. გაკეთდა ერთობლივი განცხადებაც.

სალომე ქოქიაშვილი აშუქებს ვიზიტს და ახლა პირდაპირ ეთერში მოგვიყვება, რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან.