მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში
თელავში, ელისო ვირსალაძის მიერ დაფუძნებული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. მსმენელის წინაშე საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა წარდგა, კონცერტამდე კი თელავის დრამატული თეატრის ფოიეში, ანა კალატოზიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. მუსიკალური საღამოების მიღმა წელს ფესტივალზე: მასტერკლასები, კინოჩვენებები და მოზარდ მაყურებელთა თეატრის გასტროლია დაგეგმილი. ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება, რომელიც 26-ს სექტემბერს დასრულდება.