მუსიკალური საღამო რუსთავში

მუსიკალური საღამო გაიმართა რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში. ღონისძიება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის და სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. შესრულდა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

კონცერტზე სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა ბენდირაოსთან“ ერთად, ოთარ რამიშვილისა და ბენდის ხელმძღვანელისა და კომპოზიტორის, დავით მალაზონიას ნაწარმოებები შეასრულეს.

კონცერტში რუსთავის პედაგოგების ანსამბლიც მონაწილეობდა.