Musica Gloria-ს და „საქართველოს სინფონიეტას” კონცერტი
ბაროკოს ეპოქის ცნობილი ნაწარმოებები ქართულ სცენაზე – თბილისის ბაროკო ფესტივალი კიდევ ერთ კონცერტს უმასპინძლებს. საქართველოში მყოფი ბელგიური ანსამბლი ისტორიულ საკრავებზე საკუთარ მრავალფეროვან პროგრამას ბაროკო ორკესტრთან ერთად წარმოადგენს.
პროგრამაშია ბახის, ვივალდის და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები. „საქართველოს სინფონიეტასა“ და „Musica Gloria“-ს ერთობლივი კონცერტი 27 ნოემბერს, რუსთაველის თეატრში გაიმართება.