მუნის შემთხვევები და ექიმების რეკომენდაციები 

21:59, 19.11.2026

სკოლებსა და ბაღებში კანის დაავადების შემთხვევებია გახშირებული.

სასკოლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში მუნის გავრცელება განსაკუთრებით ბოლო კვირებში ფიქსირდება. ამ დაავადებით ინფიცირების წყარო პარაზიტია, გავრცელება კი ძირითადად შემოდგომის სეზონზე და ახლო კონტაქტით ხდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფიცირებულთა ზუსტ სტატისტიკას არ ასაჯაროებს. თუმცა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის მატებაზე საუბრობენ. ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგები განგაშის საფუძვლებს ვერ ხედავენ, თუმცა მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავენ.

მსგავსი