თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებზე ხმების დათვლა გრძელდება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ყველა ძირითად ქალაქში, კერძოდ სტამბოლში, ანკარასა და იზმირში „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ ლიდერობს. ბიულეტენების 95 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ სტამბოლში მთავარი ოპოზიციური პარტიის, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ მოქმედი პრეზიდენტი ექრემ იმამოღლუ 51,09 პროცენტით ლიდერობს, ხოლო „სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან“ მის კონკურენტს გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს, მურათ ქურუმს 39,59 პროცენტი აქვს.
თურქეთის დედაქალაქში მოქმედი მერი, მანსურ იავასი 60,35 პროცენტით ლიდერობს, ხოლო ტურგუტ ალტინოკს 31,69 პროცენტი აქვს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ადგილობრივი არჩევნები „მათი დემოკრატიის შესაფერისად“ დასრულდა. მისივე თქმით, ეს გარდამტეხი მომენტია, რადგან თურქებმა გამოიყენეს საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის გზავნილების გადასაცემად. სტამბოლის მერმა ექრემ იმამოღლუმ კი განაცხადა, რომ „ერთი კაცის მმართველობა დღეს დასრულდა“. არჩევნებში 34 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 000 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.