მულტიმედია არტისტი ჰენრიკ ვიბსკოვი თბილისში

22:04, 12.04.2024

არაერთი საერთაშორისო აღიარების მქონე ცნობილი დანიელი დიზაინერი საქართველოშია.

ჰენრიკ ვიბსკოვი თბილისს ხელოვნების ბაზრობას საპატიო სტუმრის რანგში სტუმრობს. მოდის დიზაინი, სასცენო კოსტიუმები, უჩვეულო ინსტალაციები, პერფორმანსები, სცენოგრაფია, მუსიკა – ხელოვანი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და ორიგინალური ნამუშევრებით, კონცეფციითა და ხედვით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. დიზაინერის კოლექციებს ქართველი დამთვალიერებელი პირველად გაეცნობა.

მსგავსი