მუხიანის სარაგბო კომპლექსში ჭერი ჩამოინგრა

მუხიანის სარაგბო კომპლექსში, ახალგარემონტებულ შენობაში ჭერი ჩამოინგრა.

ინციდენტის დროს ოთახში საფეხბურთო კლუბ „შევარდენი-1906“-ის წევრები იმყოფებოდნენ. კლუბის დამფუძნებლის განცხადებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შესაძლოა, ფაქტს მძიმე შედეგი მოჰყოლოდა.

კლუბს შენობა იჯარით აქვს აღებული. მომხდარის დეტალები და გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.