მუხიანის დასახლების მცხოვრებთა მოთხოვნა

მუხიანის დასახლებაში მცხოვრებლები ყოფილ საფეხბურთო კლუბ „სიონის“ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ და თბილისის მერიას სთხოვენ, მის ნაცვლად რეკრეაციული სივრცე მოაწყოს. პროექტის მიხედვით, ათასობით კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიაზე, ორი თოთხმეტსართულიანი და ოთხი თორმეტსართულიანი შენობები უნდა განთავსდეს. კომპანია „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფმა“ ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოები ათი დღით შეაჩერა, ვიდრე მოსახლეობა დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება და გადაწყვეტილებას მიიღებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ სივრცის დათმობას არ აპირებენ.