„მტკიცე მხარდაჭერის“ მისია

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ავღანეთში ჩავიდა.  ასეული როტაციის წესით IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულს ჩაანაცვლებს. ქართველი მშვიდობისმყოფელები საერთაშორისო სამშვიდობო მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში 7 თვის განმავლობაში შეასრულებენ. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაზა „მარმალის“ უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იქნება.