მთაწმინდის ოლქში, მე-17 უბნის მიმდებარედ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

ვერის პოლიციაში უკვე ორ საათზე მეტია, რამდენიმე პირის დაკითხვა მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 151-ე, მუქარის მუხლით მას შემდეგ აღძრა, რაც პოლიციას საჩივრით „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა მიმართეს. „ევროპული საქართველოს“ განცხადებით, მთაწმინდის მეჩვიდმეტე უბანზე ორი პირი ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენდა და მოუწოდებდა, რომ არჩევანი მმართველი გუნდის კანდიდატის სასარგებლოდ გაეკეთებინა. მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილი გარკვეული სახის დარღვევებზე საუბრობდა როგორც უბნებზე, ისე უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა ერთ-ერთ ფაქტზე პოლიციაც გამოიძახეს.

თემის დეტალები „მოამბეში“.

დატოვე კომენტარი