მთავრობის სხდომა
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა. მათ შორის იყო, სტუდენტებთან მიმართებით დაშვებული გამონაკლისები და მეორადი ჩარიცხვები, სავალუტო რეზერვების დონე, რომელიც ისტორიულ მაქსიმუმზეა, ასევე – ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც სტაბილურად მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს.