მთავრობის მეთაურმა აქციის მონაწილეებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დღეს პროტესტს გამოხატავს ადამიანების ის ნაწილიც, რომლებიც არიან გულწრფელები და სთავაზობს მათ საჯარო ან არასაჯარო დისკუსიას ნებისმიერ საკითხზე. კობახიძის თქმით, საზოგადოების ნაწილმა არასწორად აღიქვა სახელისუფლებო გუნდის გადაწყვეტილება ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სურვილის მიუხედავად, მას არ აქვს მოლოდინი, რომ კონკრეტული ჯგუფები გულწრფელ ადამიანებს მისცემენ დისკუსიაში მონაწილეობის საშუალებას.