რა შედეგები მოჰყვა საქართველოში დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდას. საკითხზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ ბიუჯეტში მობილიზებული თანხით მოახერხა მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება და 700 მილიონამდე ლარით მთავრობის ვალის შემცირება.
ნათია ქენქაძემ მოისმინა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთებული განცხადებები, დეტალებით მას პირდაპირ ეთერში ვრთავთ.