მთავრობის სხდომა

საქართველო მწვანე ზონად რჩება – ვირუსის მართვა კონტროლს ექვემდებარება. ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრით დაიწყო პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომა. გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, საკლასო ოთახებში უნდა დაბრუნდნენ და ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში უნდა გააგრძელონ. სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. გიორგი კობერიძე თემის დეტალებით