მთავრობის გაზიფიცირების პროგრამა

წალენჯიხაში, საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

3-წლიანი გეგმის ფარგლებში, ბუნებრივი აირი შედის ისეთ დასახლებულ პუნქტებშიც, სადაც გაზი ისტორიულად არასოდეს ყოფილა, მათ შორის წალენჯიხასა და ჩხოროწყუში.

დღეისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2 897 აბონენტს საშუალება მიეცემა, ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები დამთავრებულია 187 დასახლებულ პუნქტში. 2019 – 2021 წლებში გაზიფიცირების პროგრამის ბიუჯეტი 240 მლნ ლარია.

 

დატოვე კომენტარი