მთავრობის განახლებულ სტრუქტურაზე პარლამენტი მომავალ კვირას იმსჯელებს

მთავრობის განახლებულ სტრუქტურაზე პარლამენტი მომავალ კვირას იმსჯელებს.

კანონმდებლები დღეს მთავრობის მიერ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტს ელოდებიან, რომელიც 80-მდე კანონის შეცვლას ითვალისწინებს.

საკითხის განხილვის და ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, პრემიერი პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს.

ოპოზიცია მთავრობის შემცირების გადაწყვეტილებას შეთავაზებული მოდელით მხარს არ უჭერს. დეპუტატები აცხადებენ, რომ ცვლილებით ვერ იზოგება საკმარისი თანხა. სამინისტროების გაერთიანებას არ ახლავს შესაბამისი ხედვა.

განსხვავებულია უმრავლესობის პოზიცია. მმართველი გუნდის წევრები მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას იწონებენ და აცხადებენ, რომ ცვლილებები საქართველოს მოქალაქეებზე პოზიტიურად აისახება.