უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დასრულდა

უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დასრულდა, მარტო დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. 15 ივლისიდან კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე – 45 ლარი გაიცემა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ წინასწარ დაანონსებული ერთი თვის ნაცვლად, დახმარების პროცესი ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. უფასო მუნიციპალური სერვისები კი კვლავ ძალაში რჩება, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საბავშვო ბაღები, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება.