მორიგი ბრალდებები უკრაინის მხრიდან

უკრაინელი დიპლომატის არადიპლომატიური გზავნილი.

ბოლო განცხადების გამო ანდრეი კასიანოვს განმარტებების გაკეთება დასჭირდა. უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ დაიბარეს, რაც რუსების შემოსვლის გამო საქართველოდან უკრაინელი მოქალაქეების ევაკუაცია არ გამორიცხა. იგივე გამოსვლა პოლიტიკოსების შეფასებებზე დაყრდნობით ნეგატიურ კონტექსტს შეიცავდა ქვეყნის საგარეო პოზიციონირების კუთხითაც. ოფიციალური თბილისის რეაქცია საკმაოდ მძიმეა. მაშინ, როდესაც საგარეო უწყება კასიანოვის განმარტებებს ისმენდა, უკრაინაში საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხვდებოდა. მმართველი გუნდი უკრაინელ დიპლომატს ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსული უკრაინელი დევნილების დასახმარებლად ამოქმედებულ პროგრამებს ახსენებს. იმ ფონზე, როცა ცალკეული უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული გზავნილები და მძიმე ბრალდებები ჟღერდება, კასიანოვის განცხადება ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავების კონტექსტში განიხილება.

უკრაინელი დიპლომატის პოზიციას მძიმე შეფასებები მოჰყვა ოპოზიციის ნაწილის მხრიდანაც.