მთავრობის ფორმირების პროცესი

საპარლამენტო უმრავლესობაში შიდა კონსულტაციები დაიწყო.

მმართველი გუნდის წევრებმა მთავრობის წევრთა კანდიდატურებზე და პროცედურებზე უნდა იმსჯელონ. უკვე მეორედ „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ორგანოს პრემიერად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა. ახლა სწორედ მან უნდა დააკომპლექტოს მინისტრთა კაბინეტი და გადაწყვიტოს, ვინ დარჩება მთავრობაში, ვინ დაემშვიდობება მინისტრის პორტფელს და ვინ იქნება ახალი სახე. კანდიდატურების შერჩევის და შესაბამისი კონსულტაციების გავლის შემდეგ, ნდობის გამოცხადების პროცედურა დაიწყება, რაც მომავალ კვირას იგეგმება.

თეონა მანაგაძე არკვევდა, მოსალოდნელია თუ არა მთავრობაში საკადრო ცვლილებები.