დაზოგილი 300 მილიონამდე ლარი და მიზნობრივად დახარჯული თანხა – მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ერთი წლის საქმიანობას აჯამებს. მთავარ პრიორიტეტად 2026 წელსაც ბიუჯეტის სახსრების ოპტიმალური განკარგვა სახელდება. სახელმწიფო ტენდერებში დაფიქსირებული ხარვეზებისა და კორუფციის იმ შემთხვევების გათვალისწინებით, რომელიც რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიზეზიც გახდა. სახელმწიფო შესყიდვებში რადიკალური ცვლილებები იგეგმება. პირველ ეტაპზე მკაცრდება ე. წ. თეთრ სიაში მოხვედრის კრიტერიუმები, ანუ რთულდება სახელმწიფო მხარდაჭერის იმ მექანიზმით სარგებლობა, რომელიც კომპანიებს გარკვეულ შეღავათებს სთავაზობს. უკვე შექმნილია სახელმწიფო შემსყიდველი ორგანოც, რომელიც ტენდერებზე იქნება პასუხისმგებელი.
ეფექტიანობის დეპარტამენტის ანგარიში და დაანონსებული ცვლილებების მიზეზები – ნახეთ მარიამ ბერძენიშვილის სიუჟეტში.