მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება
მთავრობის ადმინისტრაცია კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს გამოეყო 3 მილიონი ლარი. მოგვიანებით თანხა დაკორექტირდა 722 645 ლარამდე. შესაბამისად, 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 722 645 ლარი.
განცხადებაში ვკითხულობთ, 26 კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე, ვის რა თანხა ჩაერიცხა. ასევე საუბარია იმ კომპანიებზე, რომლებმაც საკუთარი საქმიანობა უსასყიდლოდ შეასრულეს. ნაწილმა დაკრძალვისთვის საჭირო პროდუქცია უფასოდ გაიღო. რამდენიმე კომპანიამ მომსახურება გაწია შეღავათიან ფასებში. ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ პირებს: რეჟისორს, შემოქმედებით-საშემსრულებლო ჯგუფს ჰონორარი არ აუღიათ – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.