მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები იზრდება. ის არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის, არამედ მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციას შეიძენს. პრემიერის თქმით, ინიციატივის მიზანია, სამინისტროების მიერ განხორციელებული პროექტების ხარჯეფექტიანობისა და ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესება.