მთავარი პროკურატურის განცხადება

მთავარი პროკურატურა „პალიტრამედიას” სტამბაში შპს კოლორ-პაკში უწყების წარმომადგენლების შესვლასა და ფინანსური დოკუმენტაციის მოთხოვნის მიზეზებზე  განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებულია, რომ მოკვლევა საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

ოფიციალური ინფორმაციით, შპს „კოლორპაკმა“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მილიონ 600 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობის კრედიტი მიიღო.

რომლის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდებოდა.