მთავარი აუდიტორის განცხადება

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მხრიდან 2012 წლის აგვისტოში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხის გადარიცხვის საკითხს აუდიტის სამსახური შეისწავლის.

განცხადება ირაკლი მექვაბიშვილმა გააკეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურს არასამთავრობო სექტორმა დღეს მიმართა.

შეგახსენებთ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვა პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობის“ სხდომაზე მამუკა ბახტაძესაც დაუსვეს. როგორც მან განმარტა, საკუთარი თანხა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არასდროს გადაურიცხავს და მისი ფიზიკური ანგარიში მხოლოდ ტექნიკურად იქნა გამოყენებული.