მთავარანგელოზის ხსენების დღე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, შიო მესამე ფონიჭალის ტრაგედიას დღევანდელ ქადაგებაში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და გარდაცვლილთა სულებისთვის ლოცვისკენ მოუწოდა მრევლსაც, დაშავებულებს კი ამ მძიმე დღეებში ჯანმრთელობა და ღვთის შეწევნა უსურვა.
მთავარანგელოზთა ხსენების დღისადმი მიძღვნილი წირვა დღეს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ თბილისის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში აღავლინა.