მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო უმასპინძლებს

21:39, 02.06.2023

საქართველოს კიდევ ერთი საპატიო საერთაშორისო სტატუსი.

მომავალი წლის სექტემბერში ქვეყანა მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება დღეს ბულგარეთის დედაქალაქში მიიღეს. ინიციატივას მხარი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-ვე ქვეყანამ დაუჭირა. „მშვიდობა და ტურიზმი“ – ამ სლოგანით ტურიზმის სფეროში უმნიშვნელოვანესი მოვლენის აღსანიშნავად საქართველო მსოფლიო მასშტაბით ასეულობით ტურისტულ კომპანიას და ტურისტული სექტორის ცნობილ წარმომადგენლებს უმასპინძლებს, რომლებიც ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს, ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს გაეცნობიან, ეს კი საქართველოს ცნობადობას და ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივას კიდევ უფრო გაზრდის.

მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნას 30-წლიანი ისტორია აქვს.

მსგავსი