მსოფლიო ტრამპის წესებით – პრეზიდენტობის ერთი წელი

21:23, 20.01.2026

ევროპისა და მერიკის უერთიერთობა რომ ძველებურად არ გაგრძელდებოდა, ეს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებისთანავე ნათელი გახდა.

ამერიკის ისტორიაში პირველმა პრეზიდენტმა, რომელიც ერთი ვადის გამოტოვებით თეთრ სახლში მეორედ შევიდა, მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა. დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა. მისი წინამორბედის მწვავე კრიტიკით გამორჩეული და ხმაურიანი წინასაარჩევნო დაპირებებით ქვეყნის ხელისუფლებაში დაბრუნებული დონალდ ტრამპი საერთაშორისო საზოგადოების და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნას ამ დრომდე წარმატებით ახერხებს. ტრამპის პოლიტიკა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ისევ დიდებულ სახელმწიფოდ გარდაქმნას ითვალისწინებს, გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკით, „იუესეიდის“ დახურვით, სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღდეგ ბრძოლით, ტარიფების ომითა და   მოკავშირეებთან რადიკალურად შეცვლილი ურთიერთობებით დაიწყო. შეტევა ირანის ბირთვულ ობიექტებზე, ვენესუელის პრეზიდენტის დაკავება, შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან, უკრაინაში ომის დასრულების დაპირება, რომელიც ჯერ ისევ შეუსრულებელია და სულ ბოლოს გრენლანდიის კონტროლის სურვილი, რამაც ევროკავშირთან დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო გაამწვავა.

დონალ ტრამპის პრეზიდენტობის ხმაურიანი ერთ წელი – ნახეთ თიკა მიგინეიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი