გუდაური უკვე მეორე დღეა, მსოფლიო თასის ეტაპებს მასპინძლობს – საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის 97 სპორტსმენი ასპარეზობს. შეჯიბრებას საერთაშორისო მედია აშუქებს, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე“ გადაიცემა.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „მთის ტრასების სააგენტოსა“ და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. 8-9 მარტს გუდაურში მსოფლიოს თასის კიდევ ერთი ეტაპი – სნოუბორდ კროსის დისციპლინაში გაიმართება.