მსოფლიო თასი კალათბურთში – ფინალი საქართველოს პირველ არხზე

15:29, 15.09.2019

ჩინეთში მიმდინარე საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე, ბრინჯაოს მედლები საფრანგეთმა მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის მატჩში ევროპელებმა ავსტრალიის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს. დაძაბული და საინტერესო შეხვედრა ფრანგების გამარჯვებით, ანგარიშით 67:59 დასრულდა.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს ესპანეთის და არგენტინის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან.

დღეს 16 საათზე გადამწყვეტი მატჩი შედგება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი