მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლები

12:28, 12.07.2026

ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართა. ასევე, ორ წონით კატეგორიაში გათამაშდა საქართველოს ჩემპიონის ქამრები. რინგზე წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოკრივეებმა. ბექა ჭუბაბრია საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო ირაკლი ალანიძემ მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. შეჯიბრი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს პროფესიონალური კრივის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი