მსოფლიო მთავრობათა სამიტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ანდორის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მიზნად ისახავს ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული მმართველობის, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას. შეთანხმება დუბაიში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაფორმდა.