მსოფლიო დრამატურგიის ელექტრონული ბიბლიოთეკა

ქართველი და უცხოელი დრამატურგების პიესების გაცნობა უკვე ელექტრონულადაც არის შესაძლებელი. ელექტრონულ ბიბლიოთეკას ახალი მიმართულება დაემატა. სპეციალურ ვებ გვერდზე თეატრებისა და მუზეუმების არქივებში დაცული ცნობილი პიესების ციფრული ვერსიები აიტვირთა.

ელექტრონული პლატფორმის შექმნის საჭიროება პანდემიის პერიოდში გაჩნდა. ქართველი და უცხოელი ავტორების ნამუშევრები, მათ შორის აქამდე უცნობი პიესები, ყველა დაინტერესებული პირისთვის ონლაინ უკვე ხელმისაწვდომია.