მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში

ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე დღე იტალიელთა ტრიუმფით დასრულდა.

გუნდურ პარალელურ სლალომში პირველი ადგილი სწორედ იტალიის ნაკრებს ერგო. დღესვე ოფიციალური ვარჯიში ჩატარდა სკიქროსში, რომელში მონაწილეობა ქართველმა მოთხილამურეებმაც მიიღეს. ისინი ხვალ საკვალიფიკაციო შეჯიბრში ჩაერთვებიან.

ბაკურიანს მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი სტუმრობს. მასშტაბური სპორტული ღონისძიება 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.