მსოფლიო ჩემპიონატი 2026

12:34, 19.07.2026

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მფლობელის ვინაობა დღეს გაირკვევა. თბილისის დროით 23:00 საათზე ერთმანეთს არგენტინისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მანამდე კი, ჩემპიონატზე მესამე ადგილი ინგლისმა დაიკავა. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და გულშემატკივარმა ჯამში 10 გოლი ნახა. ინგლისის ნაკრებმა საფრანგეთი 6:4 დაამარცხა და 1966 წლის შემდეგ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მუნდიალზე პირველად მოახერხა მედლის მოპოვება. ამასთან, ინგლისის ნაკრები ერთადერთია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ვინც ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერხა ერთ კონკრეტულ მატჩში ექვსი გოლის გატანა.

მსგავსი