მსოფლიო ბანკის განახლებული ანგარიში

2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.0%-მდე გაიზრდება. ეს განახლებული ანგარიშის მონაცემია. მსოფლიო ბანკი წელიწადში ორჯერ – იანვარსა და ივნისში გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების ანგარიშსა და ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის მსგავსად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და აზიის განვითარების ბანკმაც გაზარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.

მსოფლიო ბანკი ყურადღებას ამახვილებს ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე მთავრობის ეფექტიანობის, კორუფციის კონტროლისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით.