მსხვილი ინდური ტურისტული კომპანიები საქართველოში 

საქართველოს ღირსშესანიშნაობებს და ტურისტულ პოტენციალს ამჯერად ინდოეთიდან ჩამოსული სტუმრები ეცნობიან.

თბილისი, მუხრანი, კახეთი – 15 კომპანიის წარმომადგენლები იმ ადგილებს ათვალიერებენ, სადაც სადღესასწაულო წვეულებების თუ ქორწილების დაგეგმვაა შესაძლებელი. დელეგაციის წევრები სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ და შესაბამის საინტერესო ადგილებსა და ინფრასტრუქტურას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ათვალიერებენ. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, ინდოეთის ტურისტული ბაზრიდან ნაკადები საკმაოდ გაზრდილია, რაც კონკრეტულ ციფრებში აისახება. ინდოეთის საკმაოდ მსხვილი ბაზრიდან მაღალმხარჯველი სეგმენტის მოზიდვა ტურიზმის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია.