მსხვერპლი ღაზაში
ისრაელის თავდასხმებს ღაზის სექტორში სამი ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკში მოკლეს, დანარჩენი ორი კი ღაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში. მედიის ცნობით, ქალაქ ხან იუნისის აღმოსავლეთით, ბანი სუჰეილაში, ისრაელის დრონის თავდასხმის შედეგად ერთი პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის არმია სამხრეთ ღაზაში მასშტაბური დემონტაჟის ოპერაციებს ახორციელებს, სადაც ათიდან ცხრა შენობა მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა. ვრცელდება ინფორმაცია, ქალაქ ღაზის აღმოსავლეთ უბნებში სროლის შესახებ.