მსჯელობა „შრომითი უსაფრთხოების შესახებ“ორგანულ კანონზე

„შრომითი უსაფრთხოების შესახებ“ორგანულ კანონზე მსჯელობენ ბათუმში. პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბიზნესმენებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს ხვდებიან.

ცქიტიშვილის განმარტებით, „შრომითი უსაფრთხოების კანონის“ მოქმედების არეალი შეუზღუდავი გახდა, გაიზარდა ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილება და დამტკიცდა ეფექტიანი სანქციები.

შეხვედრის მიზანი, კანონის აღსრულების ეტაპზე, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობაა.

დატოვე კომენტარი