მსჯელობა სასკოლო და ეროვნული გამოცდების შესახებ

სასკოლო და ეროვნული გამოცდების შესახებ იმსჯელეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში. შეკრებილ საზოგადოებას რეფორმის მიმდინარეობაზე ცენტრის დაკვეთით შესრულებული კვლევის შედეგები წარუდგინეს. ეს საკითხზე ჩატარებული პირველი სრული კვლევაა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის შეფასებით, ქვეყანაში საატესტატო გამოცდებმა დასახული მიზანს ვერ მიაღწია და სკოლის ნაცვლად მოხდა კერძო რეპეტიტორების გაძლიერება.

ექსპერტების შეფასებით, გამოცდების გაუქმებას შეიძლება ჰქონდეს დადებითი ეფექტი, თუმცა აუცილებელია მისი ჩანაცვლება შეფასების ალტერნატიული სისტემით.