მსჯელობა საარჩევნო რეფორმაზე

საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობა დღეს გაგრძელდება. პოლიტიკური მხარეები სამუშაო ჯგუფის ფორმატში საკუთარ წინადადებებს წარადგენენ, თუ როგორ და რა რეგულაციებით უნდა ჩატარდეს არჩევნები ქვეყანაში. საარჩევნო რეფორმაზე პარტიებმა ორი დღის განმავლობაში კაჭრეთში იმსჯელეს, დოკუმენტი მომავალ კვირას ვენეციის კომისიას უნდა გადაეგზავნოს, სწორედ ამიტომ დღეს პოზიციების შეჯერება იგეგმება. საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სადაც ერთი მხრივ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვა უნდა მოხდეს, მეორე მხრივ კი, დოკუმენტში ის შეთანხმება უნდა გაითვალისწინონ, რასაც შარლ მიშელის დოკუმენტი გულისხმობს.

მოამბე