მშვიდობისმყოფელების დღე

31 აგვისტოს ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე აღინიშნება.

საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედროებს ეს დღე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცეს. თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში, მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დისლოცირებულ მშვიდობისმყოფელებს ტელეხიდის საშუალებით მიმართა. დღესვე თავდაცვის მინისტრმა და და გენერალური შტაბის უფროსმა თავდაცვის სამინისტროს ეზოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

31 აგვისტო მშვიდობისმყოფელის დღედ 2016 წელს დაწესდა. 18 წლის წინ, 1999 წელს, პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, სწორედ ამ დღეს გაემგზავრა.