მშრალი ხიდის რეაბილიტაცია

თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული ადგილი მალე იერსახეს შეიცვლის.

თითქმის 170-წლიანი ისტორიის მქონე მშრალ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. პროექტი იმ ტერიტორიის რესტავრაციასაც ითვალისწინებს, რომელსაც ხშირად მოგონებების ბაზრობასაც უწოდებენ.

ადგილი, სადაც მოქალაქეები სახლიდან გამოტანილი ძველი ნივთებით ვაჭრობენ, წლებია, ათეულობით ადამიანის შემოსავლის ძირითად წყაროდ იქცა. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ინფრასტრუქტურის მოწყობა და მოვაჭრეთა პირობების გაუმჯობესება.