მრავალტომეული „ახალმოწამენი და აღმსარებელნი“

21:45, 13.08.2025

მრავალტომეული, რომელიც სამასამდე სასულიერო პირის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე გვიამბობს.

ეკლესიის ისტორიის მკვლევარ ლუარსაბ ტოგონიძისა და მღვდლის, გიორგი მაჩურიშვილის ერთობლივი ნაშრომის პირველი ორი ტომი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. რა პირობებში უწევდათ სასულიერო პირებს მოღვაწეობა და სარწმუნოების შენარჩუნება. გამოცემული ორი წიგნი საბჭოთა რეჟიმის დროს სასულიერო პირებზე განხორციელებული ზეწოლის, დევნის და გადასახლების ისტორიებს დეტალურად აღწერს.

„ახალმოწამენი და აღმსარებელნი“ – ასე ჰქვია მრავალტომეულს, რომელიც ჯამში 10-მდე წიგნს გააერთიანებს.

 

მსგავსი