მრავალმილიარდიანი ინვესტიცია - პრემიერის ინტერპელაცია პარლამენტში  

15 შეკითხვა პრემიერს ბოლო დროის ყველაზე რეზონანსული საინვესტიციო პროექტის გარშემო – ირაკლი კობახიძემ მსხვილ არაბულ ინვესტიციებზე ოპონენტების მწვავე კრიტიკას საპარლამენტო ტრიბუნიდან უპასუხა. რატომ არ საჯაროვდებაიგლ ჰილსთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, შეფასდა თუ არა იმ მიწების ღირებულება, სადაც მულტიფუნქციური კომპლექსები უნდა აშენდეს, რა მოგებას მიიღებს სახელმწიფო, რა პირობებით გადაეცა ინვესტორს კრწანისსა და გონიოში 850 ჰექტარი ფართობის ტერიტორია, რატომ არ არის მზად განაშენიანების გეგმა – ეს დღეს დასმული კითხვების მხოლოდ ნაწილია. მთავრობის მეთაურმა ოპონენტები დეზინფორმაციის გავრცელებასა და სპეკულაციურ განცხადებებში დაადანაშაულა. გამოსვლაში დეტალურად განიმარტა, რა მოგებას ნახავს სახელმწიფო, რომელიც კომპანიაში 33%-იანი წილითაა წარმოდგენილი. საპარლამენტო ოპოზიციას, ისევე როგორც დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს, დღევანდელმა გამოსვლამ თბილისსა და გონიოში დაგეგმილი მასშტაბური საინვესტიციო პროექტების მიმართ პოზიცია მაინც ვერ შეაცვლევინა. ოპონენტები ხელისუფლებას ეროვნული ინტერესების გაუთვალისწინებლობაში სდებენ ბრალს, დღევანდელ გამოსვლას კი არაკომპეტენტურს უწოდებენ.