ბათუმში მოზარდზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია – მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ქორეოგრაფმა აღსაზრდელს ვარჯიშის დროს სცემა. ფაქტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა და შემდეგ სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა. ქორეოგრაფი სამსახურიდან გათავისუფლდა, ბავშვის მშობლები კომენტარისგან თავს იკავებენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მასწავლებელს, აღკვეთი ღონისძიების სახით, 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის არ დაუკავებიათ. საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.