მოვაჭრეთა მოთხოვნა

15:32, 01.05.2025

ამ წუთებში, „ბორჯომის სადგურის“ მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე დასაქმებული პირები, რომლებიც მასშტაბური ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, თბილისის მერიასთან არიან შეკრებილები და დახმარებას ითხოვენ. ამ წუთებში მერიაში შესულია შპს “ბაქანისა” და ასევე დაზარალებულთა რამდენიმე წარმომადგენელი. მათი განმარტებით შეხვედრაზე დააყენებენ რამდენიმე საკითხს, მათ შორის – გამოძიებაში დახმარების, შეძლებისდაგვარად მიღებული ზიანის ანაზღაურებისა და ალტერნატიული ფართის გამოყოფის საკითხებს. მანამდე კი, დილით ხმაური იყო ბაზრობის ტერიტორიაზე. ხანძრის შედეგად დაზარალებულები სასაწყობე ტერიტორიაზე შესვლას ითხოვდნენ, რათა ხანძარს გადარჩენილი ნივთები გამოეტანათ, თუმცა, ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მოვაჭრეების ნაწილმა რკინის კორდონის გარღვევა და ტერიტორიაზე შესვლა შეძლო.

ბაზრობაზე დასაქმებულების განცხადებით, ეჭვი აქვთ, რომ ხანძარს გადარჩენილი სავაჭრო საქონელი მოიპარეს.

მსგავსი