მოსწავლეებმა სენაკში 400-ზე მეტი ხე დარგეს

15:43, 29.10.2026

ინიციატივას – „ჩემი პირველი ნერგი“ შეუერთდა სენაკი. 60 საჯარო სკოლის 360-მა პირველკლასელმა 400-მდე ბზის, მუხის და ფიჭვის ნერგი დარგო. ქვეყნის მასშტაბით აქციაში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი იღებს მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში, ნერგების დარგვა 22 ოქტომბერს დაიწყო და 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სულ 12 სახეობის ნერგი დაირგვება, რომლებიც რეგიონების ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა.

პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება.

მსგავსი