მოსწავლე ახალგაზრდობის განახლებული სასახლე

თბილისის ისტორიული შენობის ახალი სიცოცხლე.

ხუთწლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე განახლებულ სივრცეში განაგრძობს ფუნქციონირებას. ავთენტიკური იერსახე სრულად შეუნარჩუნდა ნაგებობას, რომლის ისტორია მე-19 საუკუნიდან იწყება. კულტურული და არაფორმალური განათლების ცენტრი და დედაქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, რომელსაც არაერთი ისტორიული მოვლენა უკავშირდება, უნიკალური არქიტექტურითა და დარბაზებით გამორჩევა. რესტავრაცია ჩაუტარდა ისტორიულ ფასადსა და სასახლის ცნობილ ბაღსაც. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ისტორია ახალი გეგმებით და საინტერესო კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებით გრძელდება.