მოსმენა საკონსტიტუციო სასამართლოში - შეფასებები

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი კვლავ შეფასების თემაა პოლიტიკურ სპექტრში.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბათუმში მიმდინარე სხდომას სამართლებრივ ჩარჩოსთან შეხება არ აქვს და მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი. მათი თქმით, „ქართული ოცნება“ აღნიშნულით დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უკვე მეორე დღეა საზოგადოება პირდაპირ ეთერში მიმდინარე პროცესს უყურებს და რწმუნდება, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია. მათი განმარტებით, ქვეყნის მთავარი მოვალეობაა კონსტიტუციის დაცვა, რასაც მმართველი გუნდის ქმედებები ადასტურებს.